თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
07.06.2013

იურიდიული ფირმის „MKD“ სტიპენდია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

7 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 ან მე-4 კურსის საუკეთესო  სტუდენტს  იურიდიულმა ფირმამ „მგალობლიშვილი- ყიფიანი- ძიძიგური“ (MKD) სტიპენდია დაუწესა.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა განაცხადა, რომ „იურიდიულ ფირმასთან ფაკულტეტს მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის მიხედვითაც მაგისტრანტები ამ ფირმაში პრაქტიკებს გადიან და ამით კრედიტებს მოიპოვებენ. სასიამოვნოა, რომ ამ ურთიერთობებს სტიპენდიაც დაემატა.“
„რამდენიმე წელია იურიდიულ კლინიკაში თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სტაჟირებას გადიან. ამჯერად დავაწესეთ სტიპენდია, რომელსაც ყველაზე წარმატებული სტუდენტი მოიპოვებს. დაგეგმილი გვაქვს ახალი სტუდენტური კონკურსის გამოცხადება, რომლის გამარჯვებულიც ფულადი პრიზით დაჯილდოვდება, ხოლო მისი ნაშრომი წამყვან ჟურნალებში გამოქვეყნდება,“ -აღნიშნა იურიდიული ფირმის „მგალობლიშვილი- ყიფიანი-ძიძიგურის“  წარმომადგენელმა ვიქტორ ძიძიგურმა.                         
სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტმა წარმატებით უნდა გადალახოს რამდენიმე შესარჩევი ეტაპი. პირველ რიგში, სტუდენტთა შერჩევა მოხდება მათი აკადემიური მოსწრებისა და სამოტივაციო წერილის გათვალისწინებით. კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასულ სტუდენტებს გაესაუბრება კომისია, რომელიც მათგან შეარჩევს მხოლოდ ერთ სტუდენტს. გამარჯვებულს იურიდიული ფირმა „MKD“ დაუნიშნავს სტიპენდიას ერთი სასწავლო წლის ვადით.

<< უკან დაბრუნება
 
ბოლო განახლება: 17 თებ'14 19:04 | გვერდების ნახვა: 57,202,994
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili